Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალაკტიონის ორი მუზა


„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს უდიდესი ქართველი პოეტის, გალაკტიონის ორ მუზაზე, მერი ერისთავ-შერვაშიძე (ჩაჩბასა) და ოლია ოკუჯავაზე. 1912 წელს ორივე ქუთაისში ქუჩაში დაინახა გალაკტიონმა და ორივე თავის სამუდამო მუზად აქცია. უბრალოდ, გალაკტიონმა გაყო თავისი მუზები, მიუწვდომელი მერი პოეზიის მუზად აქცია, ხოლო ოლია ოკუჯავა ცოლად მოიყვანა. ორივე მუზა მასზე უფროსი იყო, მერი ოდნავ, ოლია მეტად. ცხოვრებამ კორექტივი შეიტანა, გალაკტიონი თავის მიუწვდომელ მუზას პარიზში, ლუვრთან შეხვდა, ხოლო ოლიას 1937 წელს დაემშვიდობა. რა ცხოვრებით იცხოვრეს ამ ქალებმა, როგორი იყო გალაკტიონის პოზიცია?.. – ამაზე იქნება საუბარი „წიგნებში“.

XS
SM
MD
LG