ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ „გარკვეული ხნის წინ“ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს. სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს.
უკრაინაში ომის მიმართ სტორონსკის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: „ომი სრულ ზიზღს იწვევს და ის კვლავაც გადაჭრით მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აცხადებს Revolut-ი.
რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ მამამისზე - სააქციო საზოგადოება „გაზპრომ პრომგაზის“ გენერალურ დირექტორზე - ოქტომბრიდან ვრცელდება უკრაინის სანქციები. მაგრამ Forbes-ის მონაცემებით, სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ჯერ კიდევ მამამისის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე.
საფინანსო ტექნიკური სტარტაპი Revolut-ი 2015 წელს დაარსდა ლონდონში ნიკოლაი სტორონსკისა და უკრაინელი ვლად იაცკოს მიერ. 2021 წელს კომპანიის ღირებულება 33 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. სტორონსკის რუს მილიარდერთა შორის მე-16 ადგილი უკავია Forbes-ის რეიტინგში.
ნიკოლაი სტორონსკი Forbes-ის რეიტინგის უმდიდრეს ბიზნესმენთაგან მეოთხეა, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.