Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ქვეყნებს უფრო მეტად დააახლოებს


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები განახლებულია. მედიასთან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს უფრო დააახლოებს.

"ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა... ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო", - თქვა ელჩმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე საუბარი 2021 წლამდე, კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო.

"შემდეგ უკვე შეჩერდა იმის გამო, რომ მგზავრობის საკითხი პრობლემური იყო. ახლა ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, რა ეტაპზეა", - თქვა ელჩმა.

საქართველოდან აშშ-ში მოხვედრა დღეს მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლითაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG