Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა აღიარა, რომ ხერსონის ოლქში მოკლულია ჩეჩნური ქვედანაყოფის 23 წევრი


ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა დაადასტურა მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობები, რომ ამ კვირის დასაწყისში, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები.

კადიროვის მიერ წუხელ, ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია 23 და დაჭრილია 58 მებრძოლი. კადიროვი ირწმუნება, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“.

უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან „კადიროველთა“ დიდი ჯგუფის განადგურების შესახებ, 24 ოქტომბერს იუწყებოდნენ როგორც უკრაინული, ისე რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხები. რუსული წყაროების თანახმად, დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, 50-დან 100-მდე.

XS
SM
MD
LG