Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო


ირაკლი ხახუბია
ირაკლი ხახუბია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.

დღეს თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG