Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისათვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა


სავარაუდო ირანული დრონი კიევის თავზე
სავარაუდო ირანული დრონი კიევის თავზე

ევროსაბჭოს კომისიამ შეათანხმა და დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი რუსეთისთვის ირანული წარმოების მოიერიშე დრონების, Shahed-136-ების მიწოდებისთვის, რომლებიც რუსეთის არმიამ ბოლო ხანს არაერთხელ გამოიყენა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები რეკორდულ დროში შემუშავდა და დღესვე შევა ძალაში.

"3-დღიანი დისკუსიების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომებზე ირანული თვითმფრინავების მომწოდებლების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულებულია, სანქციები ძალაში შედის ამ დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ", - ნათქვამია ჩეხეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირის ქვეყნები გაყინავენ იმ სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე.

"ევროკავშირი ასევე მზად არის, სანქციები გაუხანგრძლივოს კიდევ ოთხ ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც მანამდე უკვე ფიგურირებდნენ წინასწარი სანქციების სიაში", - აცხადებენ ჩეხეთის წარმომადგენლობაში.

როგორც მანამდე Reuters-ი იტყობინებოდა, სანქციების სიაში მოხვდება ირანის სამი გენერალი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი საიდ აღაჯანი, რომელსაც ადრე სანქციები დაუწესა აშშ-მა. როგორც იტყობინებიან, ის პასუხისმგებელია ირანის უპილოტო საბრძოლო ავიაციის განვითარებაზე. სანქციები ასევე დაუწესდა დრონების მწარმოებელ კორპორაცია "Shahed Aviation Industries-ს".

თეირანი და მოსკოვი ოფიციალურად უარყოფენ რუსეთისთვის ირანის დრონების მიწოდებას. უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც უკრაინაში ახორციელებენ იერიშებს, აქვთ რუსული სახელწოდება „გერან-2“. მაგრამ სპეციალისტების თანახმად, ისინი ირანული და არა რუსული წარმოებისაა.

XS
SM
MD
LG