Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს ეძებენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები რეგიონის მასშტაბით ეძებენ 14 წლის ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან 17 ოქტომბერს გაუჩინარდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი ბავშვთა სახლში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს, მანამდე ის ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო. მიმღები ოჯახი მოზარდმა თვითნებურად დატოვა. მაშინ მოზარდი პოლიციამ მალევე იპოვა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა. გამოკითხული არიან ბავშვთა სახლის თანამშრომლები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG