Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის უკრაინამ ჯილდოდ 100 000$ დააწესა


ცენტრში იგორ სტრელკოვი
ცენტრში იგორ სტრელკოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) ხელში ჩასაგდებად 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმეები ტერორიზმის, მკვლელობის, წამებისა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის მუხლებით.

მანამდე რუსულ ულტრანაციონალისტურ არხებში გამოჩნდა ცნობები, რომ სტრელკოვი წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, ერთ-ერთი ბატალიონთან ერთად, რომელიც შედის რეგულარული არმიის რიგებში. 15 ოქტომბერს სტრელკოვის მეუღლემ, მიროსლავა რეგინსკაიამ, სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მისი მეუღლე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ჩანს.

რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) ყოფილი ოფიცერი სტრელკოვი ცნობილი გახდა 2014 წლის გაზაფხულზე. რაზმმა მისი ხელმძღვანელობით, რომელიც რუსეთიდან ჩავიდა, უკრაინის დონეცკის ოლქში ქალაქები სლავიანსკი და კრამატორსკი დაიპყრო. ამის შემდეგ კიევმა რეგულარული არმიის გამოყენებით რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, კონფლიქტი უკრაინასა და პრორუს სეპარატისტებს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

2014 წელს სეპარატისტულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და მოსკოვთან კონფლიქტის შემდეგ, სტრელკოვმა დატოვა დონბასი. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს სტრელკოვი რეგულარულად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო პოლიტიკას, რომელსაც არასაკმარისად მკაცრად და არაორგანიზებულად მიიჩნევს.

იგორ სტრელკოვი ასევე იმყოფება საერთაშორისო ძებნაში ჰოლანდიის პროკურატურის მოთხოვნით, რომელიც მას ერთ-ერთ მთავარ ბრალდებულად მიიჩნევს 2014 წელს დონეცკის რეგიონში მალაიზიის ავიახაზების Boeing flight MH-17-ის ჩამოვარდნის საქმეში.

XS
SM
MD
LG