Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის Starlink-ის საფასურის გადახდას


ილონ მასკი
ილონ მასკი

ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია SpaceX-ი აგრძელებს სატელიტურ კავშირ Starlink-ის საფასურის გადახდას უკრაინისთვის. ამის თაობაზე ბიზნესმენმა თავის ტვიტერში დაწერა.

"ჯანდაბას მისი თავი... თუმცა Starlink-ი კვლავ კარგავს თანხებს, ხოლო სხვა კომპანიები გადასახადის გადამხდელებისგან მილიარდებს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას", - წერს ილონ მასკი.

ამ წერილამდე იყო ცნობები იმის თაობაზე, რომ ილონ მასკს აღარ სურდა უკრაინისათვის Starlink-ის დაფინანსების გაგრძელება და პენტაგონს სთხოვდა, საკუთარ თავზე აეღო სათანამგზავრო კავშირის ტერმინალების დაფინანსება.

ტელეკომპანია СNN-ის თანახმად, კომპანია SpaceX-ის მფლობელმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას 80 მილიონი დოლარის ღირებულების მოწყობილობა, ხოლო წლის ბოლოს აღნიშნული თანხა 100 მილიონ დოლარს მიაღწევს.

თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.

XS
SM
MD
LG