Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში ნავთობის ბაზა იწვის - რუსი გუბერნატორი


რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს, ჭურვის მოხვედრის შედეგად ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ცნობა და ინციდენტის ამსახველი ფოტო თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.


"ჩვენ კვლავ დაგვიშინეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზას მოხვდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს", - წერს რუსი გუბერნატორი.

წინა დღეს ბელგოროდში ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. ხანძრამდე მოსახლეობამ ხმამაღალი აფეთქებების მსგავსი ხმები მოისმინა.

როგორც "მედუზა" იუწყება, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG