Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია წალენჯიხის მერის მანქანის დაწვაზე: ასე ესმით დეპოლარიზაცია


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

​ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", თავმჯდომარე ნიკა მელია თავისი თანაგუნდელის, წალენჯიხის მერის, ავტომანქანის დაწვაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს. გია ხარჩილავას მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას პარტიის თავმჯდომარე "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა! ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს!" - წერს მელია.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მას სახლთან გაჩერებული ავტომანქანა დაუწვეს. ამ შემთხვევას მერი თავის საქმიანობას უკავშირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

გია ხარჩილავა საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG