Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება ეძებს გამომძიებელ ჟურნალისტს


ძირითადი მოვალეობები

  • გეგმავს და ქმნის ორიგინალურ მულტიმედია საგამოძიებო კონტენტს რადიო თავისუფლების ციფრული პლატფორმებისთვის;
  • რედაქციას სთავაზობს თემებსა და ისტორიებს;
  • მუშაობს წყაროებთან, მოიძიებს ინფორმაციას, წერს ინტერვიუებს, ამოწმებს და ამუშავებს ფაქტებს;
  • გუნდთან ერთად მონაწილეობს საგამოძიებო ვიდეოფილმების წარმოებაში;
  • მუშაობს კამერასთან როგორც ავტორი და წამყვანი;
  • გეგმავს და უძღვება გადაღებებს ველზე;
  • რეჟისორთან/ოპერატორთან ერთად იღებს და ამონტაჟებს საგამოძიებო ფილმებს;
  • მონაწილეობს სარედაქციო განხილვებში;

გამოცდილება

  • ჟურნალისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

კომპეტენცია

  • ფლობს ჟურნალისტური კვლევის მეთოდებსა და ტექნიკებს;
  • ფლობს ფაქტების გადამოწმების მეთოდებსა და ტექნიკებს;
  • იცის საქართველოში არსებულ ონლაინ რესურსებთან (საჯარო რეესტრის ბაზები, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდი და ა.შ.) მუშაობა და ინფორმაციის მოპოვება;
  • ფლობს მონაცემთა ღია წყაროების კვლევის და ფაქტების გადამოწმების ტექნიკებს;
  • ფლობს მონაცემთა ჟურნალისტიკის საფუძვლებს;
  • შეუძლია რთული თემების დამუშავება და ცხადად და გასაგებად წერა/თხრობა.

უპირატესობა მიენიჭება მათ ვისაც

  • აქვს გამომძიებელ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს მონაცემთა ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს სხვადასხვა ფორმატში (სტატიების წერა, ვიდეო-რეპორტაჟების გადაღება) კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • შეუძლია გადაღება და მონტაჟი;
  • ერკვევა ეკონომიკურ, იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხებში;

ენები

  • ქართული თავისუფლად
  • ინგლისური თავისუფლად
  • რუსული საშუალოდ

პიროვნული თვისებები

  • აქტიური და ინიციატივიანი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო საათები

  • კვირაში 40 საათი;

ანაზღაურება

კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

გამოგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო (სტატია, სიუჟეტი, ბლოგი, კვლევა, რეპორტაჟი, ფილმი, ანგარიში და ა.შ.)

მისამართზე: Digital@rferl.org (მეილის სათაურში მიუთითეთ - ვაკანსია)

XS
SM
MD
LG