Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე დასავლეთ უკრაინაში


რუსეთის არმიამ რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტზე განახორციელა დარტყმები ლვოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მოხდა სამი აფეთქება. დარტყმების შედეგად ქალაქ ლვოვში გაჩნდა ენერგომომარაგების პრობლემები.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონში მაქსიმალურად იყენებენ გენერატორებს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, როდის შეძლებს ენერგოსისტემები სრული სიმძლავრით ამუშავებას.

ზოგიერთი ცნობით, დარტყმები განხორციელდა ივანო-ფრანკოვსკის ოლქშიც.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიდევ ერთ ობიექტზე თავდასხმა დაფიქსირდა დნეპროპეტროვსკის ოლქის კამენსკოეს რაიონში. მის შედეგადაც ქსელში დაეცა ძაბვა და რამდენიმე ობიექტის მუშაობის დესტაბილიზაცია მოხდა.

მანამდე იტყობინებოდნენ აფეთქებების შესახებ როვნოსა და ვინიცის ოლქებში.

ვინიცის ოლქში ერთი დღის განმავლობაში მეორედ განხორციელდა იერიში ლადიჟინის თბოელექტროსადგურის წინააღმდეგ. 6 ადამიანი დაიჭრა. საწარმოში აცხადებენ, რომ სადგურზე მეორე დარტყმა განხორციელდა მაშინ, როცა იქ მაშველები მუშაობდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, დღეს უკრაინის თავზე რუსეთის 18 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე. უწყების წარმომადგენლის თანახმად, იერიშის მიზანი მიღწეულია.

ომის პირობებში შეუძლებელია მხარეების განცხადებების სისწორის ოპერატიულად შემოწმება.

XS
SM
MD
LG