Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ "ავლაბართან" სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - ესკიზი მერიასთან შეთანხმებულია


2021 წელს მოწონებული სავაჭრო ცენტრის ესკიზი
2021 წელს მოწონებული სავაჭრო ცენტრის ესკიზი

თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. მერიის არქიტექტურის სამსახურთან 5-სართულიანი შენობის ესკიზი უკვე შეთანხმებულია, მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

თბილისის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 5-სართულიანი შენობის საწყის სართულზე (-2) სრულად ავტოსადგომები გაკეთდება, იმავე დანიშნულების იქნება -1 სართულის ნაწილიც. შენობის დანარჩენი სივრცე მთლიანად დაეთმობა სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს.

ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედანზე, სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს - ცვლიდა ესკიზებს და შენობის დიზაინს. რამდენჯერმე ესკიზებზე მიიღო ნებართვაც, თუმცა მისი კუთვნილი სივრცე ამ ეტაპამდე აუთვისებელია - არქიტექტურის სამსახური ყოველ ჯერზე თავს იკავებდა ამ ადგილას სამშენებლო ნებართვის გაცემისგან.

პირველი ესკიზი, რომელიც მერიამ დაიწუნა
პირველი ესკიზი, რომელიც მერიამ დაიწუნა
2013 წელს მოწონებული ესკიზი
2013 წელს მოწონებული ესკიზი
2018 წელს მოწონებული ესკიზი
2018 წელს მოწონებული ესკიზი
2021 წელს მოწონებული სავაჭრო ცენტრის ესკიზი
2021 წელს მოწონებული სავაჭრო ცენტრის ესკიზი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის მერობის კანდიდატი იყო, მშენებლობას ეწინააღმდეგება.

"რომელი კორპუსის მშენებლობა არ გამიპროტესტებია - პარკში, სტადიონზე, საბავშვო ბაღის ადგილზე - მაგრამ ასეთი, რაც აქ არის, "ავლაბარში", ასეთი გამაოგნებელი რამ ჯერ არ მინახავს, არ მსმენია და არ გამიპროტესტებია - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იქ, სადაც არასდროს ნაგებობა არ ყოფილა, იქ სამშენებლო ნებართვის გაცემა, წარმოუდგენელია", - თქვა ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაწერა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა მიწა შპს "ეი-პი-ეს-ს" ეკუთვნის. კომპანიის დირექტორმა დავით საგანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ, მშენებლობას დაიწყებენ. სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანიამ პროცედურები 2021 წლის აპრილში დაიწყო.

XS
SM
MD
LG