Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქალაქეებმა ახალი სახელმწიფო ორგანოები აირჩიეს

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქალაქეებმა ახალი სახელმწიფო ორგანოები აირჩიეს


 ბოსნია-ჰერცეგოვინა - ქრისტიან შმიდის მიერ საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებები
ბოსნია-ჰერცეგოვინა - ქრისტიან შმიდის მიერ საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებები

ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფო ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაიმართა არჩევნები, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობა უნდა განსაზღვროს მომავალში.

ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კენჭისყრა ჩატარდა რამდენიმე დონეზე. პირველი შედეგები მოსალოდნელია ღამის საათებში, რისი მიზეზიც ბოსნია-ჰერცეგოვინის რთული პოლიტიკური სისტემაა.

არჩევნებმა უნდა განსაზღვროს პარლამენტის შემადგენლობა და სამკაციანი მმართველობა, რომელშიც შედიან ერთი ხორვატი, ერთი ბოსნიელი და ერთი სერბი. გარდა ამისა, არჩეულ იქნა მუსლიმ-ხორვატიული ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის რეგიონული პარლამენტები.

ბოსნია 1990-იანი წლების ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რაც გამოიწვია სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სეპარატისტულმა პოლიტიკამ.

საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთი საათის შემდეგ, ბოსნიაში საერთაშორისო წარგზავნილმა, გერმანიის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ქრისტიან შმიდტმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კანონში და დაადგინა მთავრობის ფორმირების ვადები, რითაც მას სურს რეგიონული მთავრობების მხრიდან ბლოკადის აღკვეთა. ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური სისტემა შეიქმნა 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით. ამით დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელშიც დაიღუპა დაახლოებით 100 000 ადამიანი.

XS
SM
MD
LG