Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპის საზრუნავი კი მოქალაქეების გათბობაა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი გუნდის "გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება". მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებასა და ევროპის ქვეყნების პრობლემებზე.

"მე ვფიქრობ, კარგი მონაცემები გვაქვს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპის კონტინენტზე დამანგრეველი ომია უკრაინაში, რუსეთის აგრესია არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25 პროცენტს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას მოელის ყველა ევროპული სახელმწიფო, მათი მოლოდინი პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე.

ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის ბევრი ევროპული სახელმწიფოს საზრუნავი - რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი - ევროპა ეტაპობრივად ამბობს უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა. გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს? ამას სჭირდება კარგი გააზრება. ჩვენ ამ რადიკალურ ფონზე მოვახერხეთ, რომ არათუ მშვიდობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებითი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, რის გამოც 700 მილიონი ლარით ნაკლები ვალი აიღო ქვეყანამ.

XS
SM
MD
LG