Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებსაც, კავშირი აქვთ ყალბ რეფერენდუმებთან


"რეფერენდუმი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში
"რეფერენდუმი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში

ბრიტანეთმა გამოაცხადა 92 ახალი სანქცია, პასუხად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების მიერ "ყალბი რეფერენდუმების" ჩატარებაზე უკრაინის ოთხ რეგიონში. ბრიტანეთის განცხადებით, ეს ნაბიჯი არის "საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის მკაფიო დარღვევა".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 სექტემბრის განცხადებაში ამბობს, რომ "რეფერენდუმები", რომლებიც გასულ კვირაში დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოადგენს "ტერიტორიის მიტაცების და მათი უკანონო ომის გამართლების სასოწარკვეთილ მცდელობას".

განცხადების თანახმად, იმ პირებს შორის, ვისაც ახალი სანქციები შეეხო, არიან რუსეთის მაღალჩინოსნები, რომლებსაც კენჭისყრასთან აქვთ კავშირი.

"ტყვიის ლულის ქვეშ გამართული ყალბი რეფერენდუმები არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ შედეგებს. ისინი მოსდევს ძალადობის, ზეწოლის, წამების, იძულებითი დეპორტაციის მკაფიო ტენდენციას უკრაინის იმ ადგილებში, რომლებსაც რუსეთი დაეპატრონა", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი.

"დღევანდელი სანქციები მიზანში ამოიღებს მათ, ვინც ამ ყალბი კენჭისყრების უკან დგას, ისევე, როგორც პირებს, რომლებიც კვლავ ზურგს უმაგრებენ რუსეთის რეჟიმის აგრესიის ომს. ჩვენ უკრაინის ხალხის გვერდით ვდგავართ და ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება მათი სუვერენიტეტის აღდგენისთვის", - დასძენს მინისტრი.

სანქციები ასევე შეეხო სახელმწიფოსთან კავშირის მქონე ორგანიზაციების საბჭოების 55 წევრს, რომლებიც, დიდი ბრიტანეთის თქმით, განაგრძობენ რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG