Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: საზღვრების ჩაკეტვაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს საზღვრების ჩაკეტვას - იმ ფონზე, როცა ათი ათასობით მანქანით რუსეთს ტოვებენ მოქალაქეები, ძირითადად კაცები და გადადიან საქართველოში, ფინეთში, ყაზახეთსა და მონღოლეთში. ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის რიგების შესავსებად.

პესკოვის თქმით, "ასეთი რამ" მას არ სმენია და "ამის შესახებ გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული". ასე უპასუხა კრემლის პრესმდივანმა 26 სექტემბერს შეკითხვას, რომელიც საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ხმებს შეეხებოდა.

პარალელურად, რუსები კვლავ ტოვებენ ქვეყანას. ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება იუწყება, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან წავიდა 260 000-ზე მეტი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG