Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარსის საბაჟოზე სატვირთო ტრანსპორტის გატარება შეფერხებულია - შემოსავლების სამსახური


ზემო ლარსი. 17 ივლისი, 2022 წელი
ზემო ლარსი. 17 ივლისი, 2022 წელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, "რუსეთის ფედერაციის მხარეს, "ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები“.

უწყების თანახმად, "რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“. საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

უწყების ცნობით, „გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, ქვეყნის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის, ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

XS
SM
MD
LG