Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი: ამბობს, რომ ასაფეთქებლები სათამაშო იყო


ფოტოკოლაჟი მძევლების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან
ფოტოკოლაჟი მძევლების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ახლა იზოლატორში ხვდება. მასთან შეხვედრამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა იმ დეტალების შესახებ, რომლებზეც დაკავებულს მანამდე ესაუბრა.

"შევხვდებით გამომძიებელს, მივიღებთ საქმის მასალებს... შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის [გამო მოხდა]... მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ნამდვილი არ იყო, იყო სათამაშო, ხელოვნურად გაკეთებული, [ბუტაფორია] იყო", - ამბობს ადვოკატი.

გრიგოლ ნარსია გუშინ, 20 სექტემბერს, "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დააკავეს. მას მძევლად 14 ადამიანი ჰყავდა და თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG