ომის მე-200 დღეს უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, რუსეთის არმია ტოვებს ჩრდილო-აღმოსავლეთის ძირითად ტერიტორიებს
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეორასე დღეს შეიქმნა ვითარება, სადაც უკრაინა კონტრშეტევაზეა გადასული და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევს.
ამ დროისთვის:
- უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ორი ათასი კვადრატული კილომეტრი განთავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან.
- უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი ძალები შევიდნენ კუპიანსკსა და იზიუმში. ამ უკანასკნელიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა.
- უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქ ბალაკლეის გათავისუფლების შესახებ. უკანდახევას აღიარებს მოსკოვიც.
- უკრაინული ჯარები ხარკოვიდან ჩრდილოეთით დაწინაურდნენ რუსეთთან საზღვრიდან 50 კმ-მდე და იმავე რეგიონში სამხრეთით და აღმოსავლეთით მოძრაობდნენ.
შექმნილ ვითარებაში რუსეთს ისევ გაახსენდა მოლაპარაკებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა „კიევის მიერ დიალოგის გაჭიანურება მხოლოდ გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“. ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა ინტერვიუში, რომელიც მან რუსეთის ტელეკომპანია „როსია-1“-ის გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინს“ მისცა.
წაიკითხე მეტი უკრაინის კონტრიერიშის შესახებ.
ლავროვი: მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა გაჭიანურება პროცესს ვნებს
რუსეთის ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით გადადო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება
უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ატომური ელექტროსადგური სრულად გააჩერა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები უსაფრთხოების მიზნით „სრულად გაჩერდა“. ამის შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა „ენერჰოატომმა“, უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ, რომელსაც სადგურის მართვა ევალება. სააგენტოს განცხადებით, სადგურის ერთადერთი რეაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ ოპერირებდა, დილით გათიშეს ელექტროქსელიდან და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის „ცივ მდგომარეობაში“ გადასაყვანად.
7 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას, უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია დაეტოვებინათ. ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე ბრძოლებმა გააჩინა პოტენციური ატომური კატასტროფის შიში.
თურქეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა
თურქეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვის ნეიტრალურ წყლებში მცურავ თურქულ სატვირთო გემს საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს.
თურქული წყაროები იტყობინება, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ბერძნულმა ხომალდებმა თურქული სანაპირო დაცვის გამოჩენისთანავე დატოვეს ტერიტორია.
AP-ი წერს, რომ საბერძნეთის საელჩომ ანკარაში კვირას სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და გაურკვეველია სროლის მიზეზი. მეზობელი ქვეყნები ათწლეულების მანძილზე ჩართული არიან დავაში და ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა, ამასთანავე, ორივე მხარე აცხადებს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
როგორ გახდა კვარაცხელია კვარადონა და კვარავაჯო და მე - კვაროლოგი
სპორტი არ მიყვარს. მიზეზი პირადულია, მოდით, ასე ვიტყვი, საფუძვლად ერთგვარი ეჭვიანობა უდევს. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, გვერდს ვუვლი ყველა სპორტსმენს, სპორტულ ამბავს თუ ღონისძიებას. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ისეთი რამ ჩავიდინე, რისი ახსნაც ბოლომდე მაინც ვერ შევძელი.
მოკლედ, გვიანია. თერთმეტს გადასცა. ეს ის დროა, როცა ტელევიზორის წინ, სავარძელში მიმჯდარს, ტელეფონით ხელში, ყველაზე გემრიელად გთვლემს და უცებ ამ შენს გემრიელ თვლემას არღვევს ღრიალი - რაღაც მომენტში ვაცნობიერებ, რომ ხმა გარედან შემოდის, ძილ-ბურანში ვიწყებ სიტყვების გარჩევასაც - უუუხ, შენ გენაცვააალე! აეგრეეეე! რა ქნა, ბიჭოო!..
აჩქარებულ პულსს ვიმშვიდებ, - აა, მგონი, ისევ ის ბიჭი თამაშობს (ამ ბოლო დროს ხშირად გადაუვლის ხოლმე მსგავსი აღტყინებული ტალღა ღამის უბანს), ვლუღლუღებ და ძილს კი არ ვიბრუნებ, არა, ვახელ ცალ თვალს და ამ ცალი თვალით და დაბუჟებული ხელით, ვიწყებ ტელევიზორის პულტის ძებნას. ვრთავ პირველ არხზე, სადაც როგორც ვიცი, ფეხბურთს უჩვენებენ ხოლმე, მაგრამ ცხვირზე მორყეული სათვალის დახმარებით ვარჩევ, რომ ფილმი გადის რაღაც, ფეხბურთი ნამდვილად არაა. არადა, ვხვდები, აშკარად ის ბიჭი თამაშობს, მაგრამ მატჩს ტელევიზიით არ უჩვენებენ. და რას ვაკეთებ? არ ვნებდები. ფეისბუკში შევდივარ.
როგორ გახდა 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სპორტული სენსაცია, ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი - კვაროლოგი, გაიგე ამ სტატიიდან.
ქართული ოცნებიდან “სიმართლის სათქმელად” წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე დღეს კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაში მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტარები.
დიანა ისაკოვა რუსი სენატორის, ედუარდ ისაკოვის შვილია, რომელიც მამამ საჯაროდ უარყო უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.