Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წულუკიანის ბრძანება გააუქმა და სამინისტროს დაავალა თანამშრომლის აღდგენა


საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა გააუქმა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 1 ივლისის ბრძანება, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლის აღდგენა დაავალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტრო ვალდებულია, აღდგენილ თანამშრომელს გათავისუფლებიდან (2021 წლის 1 ივლისიდან), გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი ყოველთვიური განაცდური შრომითი გასამრჯელო აუნაზღაუროს.

ამონარიდი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბაია ოტიაშვილის გადაწყვეტილებიდან.
ამონარიდი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბაია ოტიაშვილის გადაწყვეტილებიდან.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ ერთ-ერთი შრომითი დავა წარმატებით დავასრულეთ საქალაქოში. მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა სრულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა", - წერს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. ვაჩნაძე, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებაც 8 აგვისტოს გამოცხადდა, ერთ-ერთია იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG