შსს: ხანძრის კერების უმეტესობა ჩამქრალია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს განახლებული ინფორმაცია გაავრცელა ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის შესახებ. უწყება ამბობს, რომ ცეცხლის უმეტესი კერების ჩაქრობა მოხერხდა.
„ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
გუშინ სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე იერიშს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმას და ამავდროულად ირწმუნება, რომ სამხედრო ეშელონი გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, „დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტანკი, თავდასხმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა“.
სამხედრო მოსამსახურეთა შორის არსებულ მსხვერპლზე კიევი არ საუბრობს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებული ვაგონების ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 და 6 წლის ორი ბავშვი.
„საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ასე შეაფასა ჩაპლინოზე განხორციელებული იერიში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სამძიმრის განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.
ჩარლს ვიტეკი: ლუგარის ლაბორატორია ეროვნული საგანძურია... იქ არანაირი შავბნელი საქმეები არ კეთდება
გოგაშვილის თქმით, დღეს გაასაჯაროებს კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც წაშლას არ ექვემდებარება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დღეს გაასაჯაროებს მტკიცებულებას, რომელიც ციხეში მასზე განხორციელებულ მუქარას დაადასტურებს.
"მე ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას თქვენი მხრიდან. ეს საბოლოოდ დაადასტურებს ჩემს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, თქვენი მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. სერვერების დაწვაც ამის დასტურია და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ძნელია ებრძოლოთ სისტემის ერთ-ერთ ყოფილ წევრს?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოგიტანთ განაჩენს ევროპაში, ხოლო საქართველოში ამას ქართველი ხალხი გააკეთებს", - ნათქვამია გოგაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
თბილისში ისვენებს ბორის ელცინის შვილიშვილი
რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის 20 წლის შვილიშვილმა, მოდელმა მარია იუმაშევამ ინსტაგრამზე საქართველოში დასვენების ამსახველი ფოტოები და "სტორები" გამოაქვეყნა.
„საქართველო - სიყვარული“, - დაწერა მან.
იუმაშევა თბილისში მეგობრებთან ერთად ისვენებს. რუსეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი რესტორნიდან გადაღებული თბილისის ხედების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გააზიარა.
ბორის ელცინის ექვს შვილიშვილს შორის მარია ყველაზე უმცროსია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარია იუმაშევა ლონდონში ომის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა, ინსტაგრამში კი დაწერა: „არა ომს“. ფეისბუკში მსგავსი მოწოდება გააკეთა დედამისმა, ტატიანა იუმაშევამ.
ბჟანია: "აფხაზეთი მზადაა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს"
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა შეუერთდეს ბელარუს-რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს.
ბჟანიას თქმით, „სამოკავშირო სახელმწიფოს იდეა აფხაზი ხალხისთვის ახლობელია. ის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ბჟანიას თქმით, „აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან მტკიცე კავშირი ესაჭიროება“.
რუსი პოლკოვნიკი თავდაცვის მინისტრად - რას უნდა ნიშნავდეს?
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას, ექვსწლიანი წყვეტის შემდეგ, კვლავ რუსი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. 37 წლის პოლკოვნიკი მარატ პავლოვი, ვიდრე დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მინისტრად დანიშნავდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
პოლკოვნიკ პავლოვის დანიშვნა დაემთხვა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გამწვავებას.
ალან გაგლოევი, რომელიც ორიოდე თვის წინ, 2022 წლის მაისში გახდა ე.წ. პრეზიდენტი, ცდილობს დაიმორჩილოს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ძალოვანი უწყებები, რომელთა ხელმძღვანელობაში თითქმის ყველა წინა პრეზიდენტის დანიშნული კადრია. როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცხინვალში, მურად გუკემუხოვი ამბობს, სწორედ ამ მცდელობისა და მასზე რეაგირების ნაწილია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში მომხდარი საკადრო ცვლილებები, რომლებიც გამოიწვია ოსი სამხედროების ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობამ.
მამის ნაკვალევზე - ილია მედვედევის ისტორია
არცთუ ისე დიდი ხნის წინ 27 წლის ილია მედვედევი, რუსი მოხელეების შვილების საზომით, შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწეოდა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის შვილს იღებდნენ „ერალაშში“, შეუმჩნევლად და მოკრძალებით სწავლობდა „მგიმოში“ (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) და გარდა ორიოდე ინტერვიუსი, რომლებშიც საკუთარი ბიზნესის შექმნაზე ოცნებობდა, - მის შესახებ სხვა არაფერი იყო ცნობილი.
მაგრამ რაც უფრო ემატებოდა ასაკი ილია მედვედევს, მით უფრო ემსგავსებოდა ის რუსეთის ნომენკლატურის ტიპურ წარმომადგენლებს. სამუშაოდ მოეწყო მამასთან დაახლოებული ოლიგარქის კომპანიაში; სარგებლობს მდიდრული უძრავი ქონებით, რომლის შესაძენად საეჭვოა, ფული თავად გამოემუშავებინა; რუსულენოვანი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ და „მედუზა“ შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორ გაიმეორა ილია მედვედევმა გარკვეული აზრით მამის გზა - როგორ გადაიქცა მეოცნებე-ინოვატორი „ერთიანი რუსეთის“ წევრად, რუბლიოვკაზე მდებარე მდიდრული კოტეჯით.
მწველი მზის გულზე, ლამის წელამდე ჩაის ბუჩქებში მუშაობა არ არის ადვილი - ან გველს არ გადაეყარონ, ან ბზიკები არ დაესიონ. მაგრამ მათი შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, დღეში რამდენ კილო ჩაის შეაგროვებენ - ამიტომ, არც ერთი ფოთოლი არ უნდა დაიკარგოს.