რუსული პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ეხმიანება "რუსული სამყაროს" მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას დაღუპვის ფაქტს:
„ააფეთქეს დუგინის ქალიშვილი. 30 წლის იყო. სიტყვები არ მყოფნის, თუმცა არის ერთი სიტყვა: როდემდე?“
შემდეგ მარგარიტა სიმონიანი, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების გასაგონად წერს:
„გადაწყვეტილების მიღების ცენტრები! გადაწყვეტილების მიღების ცენტრები!! გადაწყვეტილების მიღების ცენტრები!!“
მარგარიტა სიმონიანი და სხვა რუსი პროპაგანდისტები დიდი ხანია მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის სამინისტროს, სარაკეტო იერიშები მიიტანონ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, რომლებშიც იგულისხმება უკრაინის პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები.