Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალაკტიონი, მტრობა


გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ ისევ და ისევ საუბრობს გალაკტიონზე. ამჟამად საუბარი შეეხება მტრობას, რომელიც გალაკტიონმა ნახა სიცოცხლეში და რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. გალაკტიონი წერს დღიურში: „გალაკტიონი დიდია, გალაკტიონი უკვდავია, პრემია კი სხვას...“ იცოდა, რომ ყველაზე დიდი იყო, მაგრამ პრემია მაინც უნდოდა, უნდოდა, სხვებსაც სცოდნოდათ. ერთი პოეტისგან მან განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა: – არ ვარგა სრულებით, ბოდვაა. ყოველივე ამას ლექსი ან პოეზია ჰქვია, ჰეი, ბრძენო, უვიცო და უნიჭო კრიტიკოსებო? შედევრია, როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლენისა. აბდაუბდა გალაქტიონ ტაბიძისეული, რაც ასე მოსწონთ უვიც დეგენერატებს. როგორ უპასუხებს ამგვარ დამოკიდებულებას პოეტი?..

XS
SM
MD
LG