რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, 9 აგვისტოს აფეთქებების შედეგად სხვათა შორის, მასობრივად განადგურდა იქ განთავსებული ტექნიკა.
ამას ადასტურებს 10 აგვისტოს დედამიწის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზამ სახელწოდებით „საკი,“ რომელიც დაბა ნოვოფიოდოროვკასთან არის განთავსებული, დაკარგა სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის SU-30SM საბრძოლო თვითმფრინავები და and SU-24M ბომბდამშენები. ამ დასკვნას აკეთებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი „სქემები“, აფეთქებამდე და შემდგომი ფოტოების შედარების შედეგად.
საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის დამაარსებელმა, ელიოტ ჰიგინსმა და მისმა თანამშრომელმა, ხრისტო გროზევმა, ტვიტერით გაავრცელეს სატელიტური ფოტოები. ფოტოები მათ მიაწოდა დედამიწის მეთვალყურეობის სამსახურმა Planet.
ჰიგინსი წერს, რომ ფოტოები გაკეთებულია 9 და 10 აგვისტოს. ის მიუთითებს ღრმულებზე, რომლებიც ფოტოებზე ჩანს და ვარაუდობს, რომ ამ ადგილებზე ინახებოდა ის, რისი სამიზნეც თავდასხმა იყო. ყველა კრატერს ერთი და იგივე ზომა აქვს. ჰიგინსის თანახმად, ერთ ადგილზე ბევრი თვითმფრინავის და ამუნიციის აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელიც მთელი ბაზის ტერიტორიაზე გავრცელდა. მას არ მოჰყავს თავისი ვერსია, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს აფეთქებები, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო სარაკეტო თავდასხმა.
9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების გარშემო რუსეთი იტყობინება, რომ ერთი პირი დაიღუპა და 14 დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ აფეთქდა აეროდრომის ტერიტორიაზე შენახული ამუნიცია, და რომ არ ყოფილა გარედან თავდასხმა. წინასწარი ვერსიით იმასაც იტყობინებოდნენ, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაირღვა და რომ ავიატექნიკა არ დაზიანებულა. უკრაინა აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი აფეთქებებთან. თუ აფეთქების უკან უკრაინა დგას, ეს იქნებოდა კიევის მიერ განხორციელებული პირველი იერიში ყირიმის ტერიტორიაზე 2014 წელს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, ეს ასევე დაამტკიცებდა, რომ უკრაინას აქვს დარტყმების შორ მანძილზე განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა, რაც რუსეთისთვის მოულოდნელი იქნებოდა, აცხადებს, ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ვლადიმირ დუბოვიკი.