Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ


შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი საოკუპაციო ხაზთან
შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 აგვისტოს დეპუტატები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

"მთავარია სტაბილურობა იყოს. განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს. ეს რეგიონი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მთავარია, სოფლები არათუ იცლება, არამედ, მოემატა მოსახლეობა. პრობლემები არის, მაგრამ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია", - თქვა გია ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი და გია ვოლსკი
შალვა პაპუაშვილი და გია ვოლსკი
შალვა პაპუაშვილი, გია ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი
შალვა პაპუაშვილი, გია ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი
გია ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი
გია ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი და ვლადიმერ ხინჩაგაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის სახე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კარგად ჩანს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და მაყურებელი და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი
შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი

2022 წლის აგვისტოში 14 წელი გადის მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთმა ომი დაიწყო. ამ ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG