საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას და ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო... პრეზიდენთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები", - წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.