მასალა განახლებულია ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ.
არაოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში ჩამოვარდნილი ორი პარაპლანისტიდან, სავარაუდოდ ერთი ადამიანი ცოცხალია და მის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
ცოტა ხნის წინ, მათ გადასარჩენად მისული სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.