Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ადამიანი დაშავდა კიევის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად - კიევის პოლიცია


დილით რუსეთის ჯარებმა "კალიბრის" რაკეტა ესროლეს კიევის ოლქის ქალაქ ლუტეჟში მდებარე სამხედრო ნაწილს
დილით რუსეთის ჯარებმა "კალიბრის" რაკეტა ესროლეს კიევის ოლქის ქალაქ ლუტეჟში მდებარე სამხედრო ნაწილს

28 ივლისს, კიევის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, - განაცხადა კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა.

"კიევის რეგიონში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 დაშავდა. ახლა არის ასეთი მონაცემი. ამავე დროს, განგაშის დროული რეაგირების წყალობით, შესაძლებელი გახდა უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილება", - აღნიშნა ტელეგრამის არხით ნებიტოვმა

მოგვიანებით კიევის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ იდევ ერთი რუსული რაკეტის ნარჩენები აღმოაჩინეს ვიშგოროდის მახლობლად ტყის არეალში, სადაც არავინ დაშავებულა.

რუსული არმია კიევის და ჩერნიგოვის ოლქებს ინტენსიურად უტევდა უკრაინაში შეჭრიდან, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად, რუსმა სამხედროებმა ამ ოლქების დატოვება მარტის ბოლოდან დაიწყეს. ბოლო თვეებში უკრაინის ამ ნაწილზე თავდასხმა იშვიათად ხდება.

XS
SM
MD
LG