Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი გივი მიქანაძე ირაკლი კობახიძეს სოლიდარობას უცხადებს


ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სოლიდარობა გამოუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე მიქანაძე.

ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ.

XS
SM
MD
LG