პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, თბილისში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მყოფმა ევროპარლამენტის საგარეო ურთირთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მკალისტერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უმთავრეს ამოცანად 12 პრიორიტეტის შესრულების პარალელურად, რჩება პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის დაძლევა.
„ქალბატონ პრეზიდენტთან განვიხილეთ რამდენად მნიშვნლოვანია საკითხი, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, გვერდზე გადადოს განსხვავებები და მათ კონსრუქციულად იმოქმედონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა და ეს არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და სურვილის არ ქონით დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, იმ მიზნისთვის რაც ქვეყანას აქვს დასახული“- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
მისი სიტყვებით. ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს აქტიურად მოუწოდებდა რამენირად შეთანხმებულიყვნენ იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.
„შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან“,- განაცხადა მაკალისტერმა.
მისი თქმით, იმედის მომცემია, რომ „ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12- პუნქტიან გეგმაზე“ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან. მათ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს კი მაკალისტერის თქმით, ასახავს რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი ყველას გააზრებული აქვს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშრის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესად, რომელიც შესაბამის რეფორმების გატარებას მოითხოვს დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის სფეროში.
„საქართველო შესაფება გაგრძელდება ამ დამსახურებების შეფასებით“, -ი თქვა მაკალისტერმა. მისი სიტყვებით, საქართველოს ხალხი, მოსახლეობა რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწერიანებას ევროკავშირში იმსახურებს ამას.
მაკალისტერის თქმით, ევროკავშირი მხარდა უწწერს მშვიდობას და უსაფღოებას მსოფლიოში, ის ბევრს მუშაობს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ჩართულია ჟენების მოლაპარაკებათ პროცესში და საქარტველოსი აქვს სადამკვირვებლო მისია.
საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6- კაციანი დელეგაცია დღეს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ისინი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოდან სომხეტში გაემგზავრებიან,
შეხვედრების განსახილველ საკითხებს შორისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს,აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორსის წარმომადგენლებს შეხვდებიან/
დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან ვროპარლამენტარები ჟელიანა ზოვკო, სვენ მიკსერი, ვილოლა ფონ კრამონი, ტირერი მარიანი, ასიტა კანკო