Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ქუთაისის აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება

ქუთაისის აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება


ფოტო არქივიდან: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო არქივიდან: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც ყოველდღიურად ევროპისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენები სრულდება, ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება. მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაა.

"დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.

XS
SM
MD
LG