Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია გავაორმაგოთ ბუნებრივი გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში


ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ნაქო, 18 ივლისი, 2022 წ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ნაქო, 18 ივლისი, 2022 წ.

დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაორმაგებას 2027 წლამდე.

"ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში" - წერს ბაქოში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერით. "აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდებების უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალობის [სფეროებში] - დასძენს ის.

ურზულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი მიმართავს ენერგიის უფრო სანდო მიმწოდებლებს.

ევროკომისიის პრეზიდენტს ბაქოში თან ახლავს ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონი. ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან კასპიის გაზის ევროპაში ჩატანის საკითხზე, რუსეთის გვერდის ავლით.

"იმ ფონზე, როცა რუსეთი თავის ენერგორესურსებს მუდმივად იყენებს იარაღად, ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში მიემგზავრებიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების მიზნით" - წერია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ვიზიტამდე გავრცელდა.

XS
SM
MD
LG