Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერების ვიზიტები - ვინ რა მოასწრო?


ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინა განაცხადს 28 თებერვალს აკეთებს, ოთხი დღის შემდეგ, 3 მარტს - საქართველო და მოლდოვა. ცნობილია ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, საქართველოს კი 12 პირობის შესრულებას სთხოვს. 

“მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და, რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას”, - ამბობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 6 ივნისს.

რადიო თავისუფლებამ გაიხსენა, განაცხადის გაკეთებიდან დღემდე კანდიდატობის მსურველი ქვეყნების ლიდერებმა რამდენი საერთაშორისო ვიზიტი გამართეს, ვისთან და სად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო ვიზიტები განაცხადის გაკეთების შემდეგ:

21 ივნისი - კატარი, დოჰა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ერთ დღეში პრემიერ-მინისტრი შეხვდა კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის, თავის კოლეგას კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს. ასევე კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის. კატარშივე ღარიბაშვილი ხვდება ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში. შეხვედრა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანისთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში. შეხვედრა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანისთან.

18 ივნისი - სომხეთი, ერევანი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩადის.

2-3 ივნისი - სლოვაკეთი, ბრატისლავა

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გახსნას ესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერს.

30 მაისი - ისრაელი, იერუსალიმი

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა, ეწვია იერუსალიმში ქართულ სახლს და ლუკა იერუსალიმელის ხატი გადასცა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

მთავრობის მეთაური მაცხოვრის ტაძარში იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა გააცილა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს ტაძრის ისტორიასა და იქ დაცულ სიწმინდეებზე ესაუბრა.
მთავრობის მეთაური მაცხოვრის ტაძარში იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა გააცილა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს ტაძრის ისტორიასა და იქ დაცულ სიწმინდეებზე ესაუბრა.

28 მაისი - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

იორდანიაში ვიზიტისას პრემეირ-მინისტრი შეხვდა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს. მოინახულა ის ადგილი, რომელიც იორდანიამ საქართველოს აჩუქა. 4000 კვადრატული მიწის ნაკვეთი, სადაც ქართული კულტურის ცენტრი უნდა დაარსდეს.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა.

25 მაისი - შვეიცარია, დავოსი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება და სიტყვით გამოდის.

17-18 მაისი - ბელგია, ბრიუსელი

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დედაქალაქს ორი დღით ესტუმრა. ბრიუსელში ის ხვდება:

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში
ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში

5 აპრილი - პოლონეთი, ვარშავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში მონაწილეობს დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში “უკრაინისთვის”.

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ვიზიტები კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთების შემდეგ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სამი ვიზიტი გამართა ევროკავშირში და შეხვდა 20-ზე მეტ მაღალი რანგის დიპლომატსა და პოლიტიკოსს. 6 მარტს კიშინიოვს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 15 ივნისს კი მოლდოვაში ვიზიტი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.

ემანუელ მაკრონი მოლდოვის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტისას ხვდება მაია სანდუს, 15 ივნისი
ემანუელ მაკრონი მოლდოვის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტისას ხვდება მაია სანდუს, 15 ივნისი

31 მაისი - 1 ივნისი - ნიდერლანდები, როტერდამი

სანდუმ ნიდერლანდებში შეხვედრები გამართა ავსტრიის კანცლერთან, კვიპროსის პრეზიდენტთან, ხორვატიის, საბერძნეთის, ლატვიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან; ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრ ფრიდრიხ მერცს, რომელიც ამავდროულად არის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

19 მაისი - საფრანგეთი, პარიზი

ბრიუსელიდან პარიზში ჩასული მაია სანდუ შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშერს და საფრანგეთის განვითარების საგენტოს ხელმძღვანელს, რემი რიუს.

17-18 მაისი - ბელგია, ბრიუსელი

მაია სანდუ ევროკავშირის დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტისას შეხვდა:

მაია სანდუ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს, 18 მაისი, 2022 წელი
მაია სანდუ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს, 18 მაისი, 2022 წელი

მოლდოვის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 128 კილომეტრში, რუსეთის მხარდაჭერილი, სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთია. 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ მას არ აღიარებენ გაეროს წევრი ქვეყნები. მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს იქ სამხედრო ბაზა, სადაც დაახლოებით 15 000 ჯარისკაცია.

კიევში მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთების შემდეგ

რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანას არ ტოვებს. ევროპული ქვეყნების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრად თავად ჩადიან კიევში.

22 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინ, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ჩაატარა სატელეფონო მარათონი და ტელეფონით ელაპარაკა 11 ქვეყნის ლიდერს იმისათვის, რომ პირადად ეთხოვა მხარდაჭერა უკრაინისთვის ევროინტეგრაციის პროცესში.

16 ივნისი - კიევში ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები უკრაინაში მიდიან, 16 ივნისი
გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები უკრაინაში მიდიან, 16 ივნისი

11 ივნისი - კიევში ჩადის ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. თებერვალში ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაშიც იმყოფებოდა.

30 მაისი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრად 20 მაისს დანიშნული კატრინ კოლონა სამუშაო ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდა.

26 მაისი - ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ჩადის უკრაინაში.

10 მაისი - კიევში მოულოდნელად ჩადიან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და მისი ნიდერლანდელი კოლეგა, ვოპკე ჰიოკსტრა.

8 მაისი - კიევში ჩადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბაერბელ ბასი. ამავე დღეს დასავლეთ უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩადის აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და შეხვედრას მართავს ოლენა ზელენსკასთან, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლესთან, სკოლის შენობაში, რომელიც ამჟამად უკრაინელი მიგრანტების დროებითი თავშესაფარია.

ჯასტინ ტრუდო ირპენში, 8 მაისი
ჯასტინ ტრუდო ირპენში, 8 მაისი

1 მაისი - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში და შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან.

20 აპრილი - კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

13 აპრილი - კიევში ჩავიდნენ და პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა.

9 აპრილი - კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩადის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

8 აპრილი - კიევში ჩადიან ევროკავშირის ორი უმაღლესი რანგის მაღალჩინოსანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. მათთან ერთად იმყოფება ასევე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

15 მარტი - უკრაინის მხარდასაჭერად კიევში მატარებლით ჩავიდნენ სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

XS
SM
MD
LG