პანდემიის გამო იძულებითი ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა Tbilisi Open Air. ამ ფესტივალის ორგანიზებაში უამრავი ადამიანია ჩართული, სამი მათგანი - კუსა ებრალიძე, სოფო ებრალიძე და დავით ცინცაძე (განსაკუთრებულ სტუმარ კოსმოსთან ერთად) კი გვიამბობენ, თუ რა შრომა სჭირდება ამ ღონისძიების მომზადებას, რატომ არ ჩამოჰყავთ „რედიოჰედი“ და თავად ვის ისურვებდნენ Open Air-ის ჰედლაინერად. დროდადრო კი ისე, უბრალოდ მუსიკოსებზე ვჭორაობთ...