Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ, დაპირისპირებაა


განახლება: აღსრულების პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში აღსრულების პოლიცია ერთი ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყების თანამშრომლებმა კორპუსში რკინის საჭრელი სპეციალური დანადგარი შეიტანეს.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, აღსრულების სამსახური ცდილობს, რკინის კარის გაჭრას და ბინაში ასე შესვლას.

"20-ათასიან სესხში გადახდილი აქვთ 80 ათასი და მაინც ასახლებენ", - თქვა რადიო თავისუფლების ეთერში აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

კორპუსთან რამდენიმე ათეული ადამიანია მისული, ისინი ცდილობენ აღსრულების პოლიციას ხელი შეუშალონ ოჯახის გამოსახლების პროცესში. მოქალაქეთა ნაწილი კეკელიძის ქუჩის გადაკეტვას აპირებს და გზის სავალ ნაწილზე ზის.

"აქ მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს", - ამ შინაარსის წარწერა გამოაკრეს მათ იმ ბინაზე, რომლიდანაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ.

ოჯახის მოთხოვნაა, მისცენ დრო. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უყვება, ამ ბინით ერთ-ერთ ბანკში 2008 წელს იპოთეკური სესხი აიღეს, 2013 წლამდე იხდიდნენ თანხას, თუმცა მოგვიანებით ბანკის თანამშრომლებმა ურჩიეს, რომ კერძო მევახშესთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა, პრობლემებიც მევახშესთან სესხის აღების შემდეგ დაიწყო და სწორედ მისი მოთხოვნით გაუყიდეს ბინა.

კეკელიძის ქუჩაზე ხმაური ადგილზე აღსრულების პოლიციის თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ ისმის. ოჯახმა ისინი სახლში არ შეუშვა.

XS
SM
MD
LG