Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

"პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას", - აცხადებენ ცენტრში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის 1285 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 28 ქვეყანაში, იუწყებოდა გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 8 ივნისს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ამ დრომდე არ ყოფილა საქართველო.

მონაცემები არ მოიცავდა შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

WHO-ის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ამ დაავადებით შექმნილი საფრთხე "საშუალოა", თუმცა "შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ვირუსი ისარგებლებს საშუალებით, თავი დაიმკვიდროს არაენდემურ ქვეყნებში, როგორც ადამიანებში გავრცელებულმა პათოგენმა".

8 ივნისის მონაცემებით, არაენდემურ ქვეყნებში ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

XS
SM
MD
LG