ბახმუტის სკოლა რუსეთის მიზანმიმართულმა საავიაციო იერიშმა სრულიად გაანადგურა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე აქ 400 ბავშვი სწავლობდა.
Photo: Serhii Nuzhnenko/RadioSvoboda.org (RFE/RL)
ფოტო: დანგრეული სკოლა ბახმუტში - "რუსეთის არმიის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული"
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინელმა გამომძიებლებმა, ქვეყნის უშიშროების სამსახურთან ერთად, დააფიქსირეს რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული - ომის კანონებისა და წესების დარღვევა (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი).
უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 ივნისის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სულ 1938 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, აქედან 182 მთლიანად განადგურდა.