30 წლის წინ, საბერძნეთში, ოლიმპიაში, სადაც ტრადიციულად ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აინთება ხოლმე, დაიდგა ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი“. ამ მოვლენის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრემიერი ელგუჯა ბერიშვილი საუბრობს, გიორგი შხვაცაბაია კი გაიხსენებს თავისი შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს;
მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე საუბრობს ტირანაში რეკორდების გარეშე მოპოვებული გამარჯვების შესახებ;
უეფას ევროლიგის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის მიმოიხილავს გია ცანავა...