Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი მიშელის მიწვევით მონაწილეობს კონფერენციაში "ქალები კონფლიქტებში"


სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით კონფერენციაში, "ქალები კონფლიქტებში" მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ზურაბიშვილი და მიშელი ერთმანეთს ხვდებიან. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი... აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგოების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

XS
SM
MD
LG