Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ანდრეი კუზნეჩიკი
ანდრეი კუზნეჩიკი

მოგილიოვის საოლქო სასამართლომ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს, ანდრეი კუზნეჩიკს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში ედება ბრალი. ამის შესახებ თავად რედაქცია იტყობინება ჟურნალისტის ნათესავებზე დაყრდნობით.

სხდომა 8 ივნისს გაიმართა დახურულ კარს მიღმა. კუზნეჩიკი პირველად 25 ნოემბერს დააპატიმრეს მინსკში. სასამართლომ ორჯერ დააპატიმრა ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, მას შემდეგ ის არ გაუთავისუფლებიათ. ჟურნალისტის წინააღმდეგ უკვე პატიმრობაში ყოფნისას აღიძრა ახალი საქმე ექსტრემიზმის ბრალდებით, რის შესახებაც მაისის ბოლოს გახდა ცნობილი.

ბელარუსის ხელისუფლებამ მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის დევნის უპრეცედენტო კამპანია მოაწყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად მეექვსედ გამოაცხადეს ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. აღიძრა ათასობით სისხლის სამართლის საქმე. ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. დარბეულია დამოუკიდებელი გამოცემების რედაქციები. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ქვეყნის კანონიერ ლიდერად.

რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქცია ხელისუფლებამ ექსტრემისტულ გაერთიანებად მიიჩნია. ეს უკვე კუზნეჩიკის დაპატიმრების შემდეგ მოხდა.

XS
SM
MD
LG