Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ახალგაზრდებს ​ლაშქრობას, ჯომარდობასა და ველოტურებს უფასოდ შესთავაზებს


თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს. დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ პროექტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს თავად შეეძლებათ აირჩიონ სასურველი აქტივობები - ლაშქრობა, კემპინგი, ჯომარდობა, ველოტური, მინი გოლფი, სასროლეთი და ცურვა (ზღვის უბანში).

"პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 5000-მდე ადამიანის ჩართვა. პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამისთვის საჭირო იქნება სპეციალურ ვებგვერდზე (youthtbilisi.ge) რეგისტრაცია. რეგისტრაცია 8-20 ივნისს გასტანს.

პროექტის ღირებულებაა 250 ათასი ლარი.

XS
SM
MD
LG