დღეს, 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი თემურ ჩხეიძე. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მის გარემოცვაში დაუდასტურეს.
2013 წელს თანამდებობის დატოვებამდე, ის მოღვაწეობდა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის დიდ დრამატული თეატრში.
ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.
სხვადასხვა დროს ის იყო ზუგდიდის, მოზარდ მაყურებელთა, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი. 1991 წლიდან იყო სანქტ- პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.