Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალაკტიონის მეტრიკიდან


გადაცემა “წიგნები” რუბრიკით “ქართული” ყურადღებას ამახვილებს გალაკტიონის მეტრიკაზე. ამ საუბარს ვიწყებთ მაღალი შაირის გალაკტიონისეული ვარიაციებით. ესაა რვამარცვლიანი ლექსი (მუხლების შეფარდებით 4/4, „ქარი დასცხრა სიბობოქრის“), ე.წ. ბოლოდაქტილური „კოჭლი“ შაირი (4/3, „ჩამავალ მზეს, ჩამავალს“), თერთმეტმარცვლიანი ბოლოდაქტილური ლექსი (4/4/3 „პოეზია, უპირველეს ყოვლისა“), „ბალადური“ კომბინაცია 8/7 (4/4//4/3 „გადმოფრენას ეს ყორანი//მადათოვზე აპირებს). ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ ქმნის რუსთაველისა და გურამიშვილის დიდი მოსწავლე არნახულ რიტმულ მრავალფეროვნებას, როგორ აგებს ახალ მუსიკას ან როგორ იყენებს ახალ კომბინაციებს, ჯაზურ სინკოპეს და რანაირად ახამებს ხმების გენიოსი ბგერწერას მეტრულ სიუხვესთან.

XS
SM
MD
LG