Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოსკოვი არ განიხილავს "აზოვის" წევრთა გაცვლას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო

მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკრაინელი სამხედროების გასამართლების შემდეგ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის საკითხის აქტიურად განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დანებდნენ უკრაინის სამხედროები, კერძოდ, "აზოვის" პოლკის წევრები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატს ქალაქ მარიუპოლში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმდა მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის თაობაზე და თქვა, რომ მომავალში მათ გაცვლიან. რუსეთის მხარე გაცვლაზე არ ლაპარაკობს. კრემლის მხარდამჭერი პუბლიცისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაასამართლოს ისინი. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „გარდაუვალია“ უკრაინელი სამხედროების „ტრიბუნალი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტყვედ ჩაბარდა უკრაინის 2500-მდე სამხედრო. მათი შემდგომი ბედი გაურკვეველია. Reuters-, ასევე უკრაინისა და რუსეთის მედია, იტყობინებიან, რომ სამხედროები ჩაიყვანეს შრომა-გასწორების კოლონიაში ელენოვკაში, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისმიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG