Georgian Heroes In Ukraine
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.



რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში.



ეს პროექტი ასახავს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ამბებს, რომელთა შორისაც არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეები. პროექტი განახლებადია.



ასაკი, დაბადების და სიკვდილის ადგილი - რას ჰყვებიან რიცხვები უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

ავტორი

ნინო თარხნიშვილი