Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება


საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ გახდა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანაავტორი“, - განაცხადა კასიანოვმა.

საელჩოში გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოს მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი. ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად“, - თქვა კასიანოვმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 160-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG