Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატარებელში საღებავი შეასხეს „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს


დმიტრი მურატოვი
დმიტრი მურატოვი

მატარებლის ვაგონში უცნობი პირები თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს. მას საღებავი შეასხეს.

„კუპეში შემომასხეს ზეთოვანი საღებავი, აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის. მოსკოვი-სამარის მატარებელში. ზეთის სუნი მთელ ვაგონში დგას. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩამოვიბანო. მან დაიყვირა: „მურატოვ, აი შენ ჩვენი ბიჭებისთვის", - მურატოვის კომენტარს „ნოვაია გაზეტას" „ინსტაგრამ"-გვერდი ავრცელებს.

ვაგონი, რომელშიც დმიტრი მურატოვს საღებავი შეასხეს.
ვაგონი, რომელშიც დმიტრი მურატოვს საღებავი შეასხეს.

28 მარტს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, "ნოვაია გაზეტამ", მუშაობა გააჩერა. რედაქციამ განაცხადა, რომ "როსკომნადზორისგან" [რუსეთის მედიამონიტორინგის სახელმწიფო სააგენტო] კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს, რომლის შემდეგ გაზეთის ონლაინ და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემის შეჩერება გადაწყვიტეს.

"ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვს 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ "ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ მურატოვი პრესტიჟულ მედალს უკრაინელების დასახმარებლად ყიდის.

XS
SM
MD
LG