Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტები ჯამში 15 800 ლარით დააჯარიმეს 


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 15 800 ლარის ჯარიმები შეეფარდათ:

  • ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი;
  • გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი;
  • გური გოლიაძე - 2800 ლარი;
  • ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი;
  • ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი;
  • გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი.

„სირცხვილია" აქტივისტების დასახმარებლად მოქალაქეებს მიმართავს და საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.

25 მარტს ასევე დააჯარიმეს ამავე აქციის მონაწილეები:

  • თათია მელიქიშვილი - 2000 ლარით;
  • მარიამ გეგუჩაძე - 2200 ლარით;
  • გვანცა პერტია - 2200 ლარით;
  • ლიკა ლომიძე - 2200 ლარით;
  • ნატა ფერაძე - 2300 ლარით.

მანამდე, 11 მარტს, 3 000 ლარით დაჯარიმდა ბაჩი ვალიშვილი.

7 მარტს პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავა. ამ დღეს უკრაინის სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის რუსთაველის გამზირზე გამართვის შემდეგ მოეწყო - აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მთავრობის კანცელარიის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG